15:22 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-01 13:07:08, 975 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალიში სამხედრო-საწვრთნელ მისიაში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს.

პირდაპირი ჩართვა ავღანეთიდან და მალიდან, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან განხორციელდა. ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ახალ წელს გილოცავთ, წარმატებას, ბედნიერებას, სიხარულს და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას გისურვებთ. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ დიდი საქმისთვის, რასაც თქვენ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ასრულებთ. თქვენი საქმიანობა არა მარტო მსოფლიოსთვის, არამედ პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი შვილებისთვის არის მნიშვნელოვანი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თქვენი ღვაწლი დავაფასოთ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან ერთად მნიშნელოვანი რეფორმები დავიწყეთ იმისთვის, რომ ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნა ავამაღლოთ და ნატოსთან უფრო მეტად თავსებადი გავხდეთ. ის მოტივაცია და ძალისხმევა, რაც ავღანეთში ყოფნისას თქვენში დავინახე, მინდა აქაც მაღალ დონეზე იყოს შენარჩუნებული იმ პირობების უზრუნველყოფით, რაც ღირსეულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

სამხედრო მოსამსახურეებს ახალი წელი გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი ყოფნა საერთაშორისო მისიებში ძალიან მნიშვნელოვანია.

„გილოცავთ ახალ წელს, მინდა წარმატება და ბედნიერება გისურვოთ თქვენ ოჯახებთან ერთად. თქვენი ოჯახის წევრები და ჩვენ თქვენით ვამაყობთ. სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და შეიარაღებული ძალები თქვენს გვერდით ვართ. ღმერთი იყოს თქვენთან,“ - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენცია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან განხორციელდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და მალის დედაქალაქ ბამაკოში იმყოფებიან.

NS





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics