|
2017-01-01 12:59:37, 1344 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა მესაზღვრეებს ხევსურეთში ახალი წელი მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხევსურეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამმართველოს ხუთივე სასაზღვრო სექტორს ეწვია, იქ მომსახურე მესაზღვრეებს ახალი წლის დადგომა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „ქვეყანა საზღვრით იწყება და შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მაქსიმალურად დაცული საზღვარი, თანამედროვე და მოდერნიზებული სასაზღვრო პოლიცია, ხოლო ყველა მესაზღვრეს - სათანადო პირობები ქვეყნის სამსახურში თავისი პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესასრულებლად,“- განაცხადა მესაზღვრეებთან საუბრისას გიორგი მღებრიშვილმა. შს მინისტრმა საჩუქრები ხევსურეთში, სოფელ შატილში, ადგილობრივ მოსახლეობასაც გადასცა. ჭინჭარაულების ოჯახს კი გიორგი მღებრიშვილი შინ ესტუმრა - 69 წლის მარო ჭინჭარაულსა და 80 წლის ზვიად ჭინჭარაულს ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი მიუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)