|
2016-12-31 16:50:08, 1428 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლში მცხოვრებ პატარებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცეს
ფარმაცევტულმა კომპანია PSP-მ სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში დედებთან მყოფ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, კომპანიამ პატარებს, რომლებიც 3 წლამდე დედებთან ერთად დაწესებულებაში იზრდებიან და ასევე, ორსულებს, საახალწლოდ ტკბილეული, სათამაშოები, საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების დირექტორის ნესტან ვერულაშვილის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცისათვის, რათა ისინი საზოგადოებას სრულფასოვან წარმომადგენლებად დაუბრუნდნენ. „კომპანია PSP-მ ინიციატივა გამოთქვა, მობრძანებულიყო ქალბატონებთან და მიელოცა მათთვის ახალი წელი. გვეწვია თოვლის ბაბუა, რომელსაც პატარები დიდი სიხარულით შეხვდენენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ყველაფერს აკეთებს დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის“ - აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა. პატარებს საახალწლო საჩუქრები თოვლის ბაბუამ გადასცა და მინი გასართობი პროგრამაც შესთავაზა. მსჯავრდებულმა დედებმა სამინისტროსა და კომპანიას საახალწლო განწყობის შექმნისათვის მადლობა გადაუხადეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)