17:08 - 24 May, 2026
|
2016-12-31 14:45:00, 1274 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაიამ დევნილ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა. ასევე მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სოფელ ფოცხოეწერში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს შეხვდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეული გადასცა. შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)