|
2016-12-30 14:54:53, 962 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა და იტალიის ელჩმა მრავალსულიან დევნილ ოჯახს ახალი წელი მიულოცეს
ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა გადასცა. ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მრავალსულიან ოჯახს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესტუმრნენ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. უწყების ინფორმაციით, დევნილი ოჯახი ახალი სახლის გასაღებს 2017 წლის იანვარში მიიღებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2016 წლის ბოლოს, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინა 400 დევნილ ოჯახს გადასცა. 200-მა ოჯახმა ახალი სახლის გასაღები უკვე მიიღო, 200 კი ახალმოსახლეობას 2017 წლის იანვარში იზეიმებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)