|
2016-12-28 16:24:32, 1608 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ირაკლი რუხაძე არ გამორიცხავს მედიაჰოლდინგი "იმედი" კიდევ უფრო გაფართოვდეს
ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე არ გამორიცხავს, რომ მედიაჰოლდინგი კიდევ უფრო გაფართოვდეს, - ამის შესაებ ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რუხაძეს თქმით, საქართველოს მსხვილი მედიაჰოლდინგები სჭირდება. „საქართველოს სჭირდება მსხვილი ტელეჰოლდინგები, რათა მოხდეს რესურსების კონცენტრაცია, უფრო პროფესიონალურად და ეკონომიურად მოხდეს ახალი ამბების, გასართობი და სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება მაყურებლისთვის. GDS ჩვენ მოგვაქვს, როგორც გასართობი არხი. გვაქვს სხვა გეგმებიც, სხვა არხების ყიდვასაც ვაპირებთ, ვაპირებთ კიდევ ახალი არხების გაკეთებას, ზოგის ნულიდან დაწყებას, ზოგის კიდევ შეძენას, თუ იქნება საინტერესო შემოთავაზებები. ჩვენ კიდევ გავმსხვილდებით. საკადრო ცვლილებები ხორციელდება ყველა არხზე, ყველა ჩვენს სხვადასხვა კომპანიაში ყოველ წელს. იქნება ხალხის დამატება, გაშვება. არანაირი გეგმა ამის ჯერ არ არსებობს“, - აღნიშნა რუხაძემ. ამასთან, როგორც ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება. საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაბამისი კანონის წაკითხვა არასწორი ინტერპრეტაციით მოხდა. „ჩვენ ასე არ ვუყურებთ იმ კანონს, ეს არის უაზრო და უტვინო კანონი. ჩვენ არ ვუყურებთ ასე, რომ „მაესტროში“ საინფორმაციო გამოშვების გაუქმება არ იგეგმება. „მაესტრო“ არის უაღრესად წამგებიანი, ისევე როგორც ბევრი სხვა ტელევიზია საქართველოში. პატარ-პატარა ტელევიზიები საქართველოში დარწმუნებული ვარ, წამგებიანია. როცა წამგებიანია ტელევიზია, შემდეგ ჩნდება კითხვა, რატომ ინახავს მას მფლობელი. ჩემი აზრით, ზუსტად ამიტომ ხდება ჩვენთან ტელეარხების პოლიტიზაცია, რადგან ტელეკომპანიის მფლობელი ინახავს არხს არა იმიტომ, რომ მოგება ნახოს, არამედ იმიტომ, რომ რაღაცაზე პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. აქედან გამოსვლის აუცილებელი და არასაკმარისი პირობა, პირველი ნაბიჯი არის ის, რომ ტელევიზია უნდა იყოს მომგებიანი“, - განაცხადა რუხაძემ. მისივე განმარტებით, „მაესტროს“ დამოუკიდებლად შანსი არ აქვს, რომ მომგებიანი ტელევიზია იყოს, ხოლო ჰოლდინგში ამის რესურსი უჩნდება. „მაესტროს" „იმედთან“ და GDS-სთან ერთად ამის რესურსი უჩნდება. ამ გადაწყვეტილებას არანაირ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. ამ არხის მფლობელი საქართველოშიც კი არ ცხოვრობს. ეს არის ბიზნეს გადაწყვეტილება. ეს იქნება მომგებიანი ბიზნეს ჯგუფი“, - განაცხადა რუხაძემ. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში არხების გაერთიანება, რუხაძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვით ბიძინა ივანიშვილს მიმართონ. რაც შეეხება ირაკლი რუხაძის პოლიტიკაში შესაძლო წასვლას, რუხაძე მას კატეგორიულად გამორიცხავს. „არ ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას. არაფერი ცუდი პოლიტიკაში არ არის, მაგრამ მე ახლა არანაირი გეგმები არ მაქვს“, - განაცხადა რუხაძემ.
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)