|
2016-12-28 15:51:25, 918 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასის“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „მოყვარულთა თასის“ დახურვა-დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გაგა ზურაბაშვილი და მოყვარულთა თასში მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ბერდია ჯიბლაძემ შეაჯამა განვლილი ჩემპიონატი, დამსწრე საზოგადოებას სტატისტიკური ანალიზი წარუდგინა და მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, რომელმაც მოყვარულთა თასის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მასში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „მოყვარულთა თასი“-ს გამარჯვებული გუნდი „სეუ“ და მეორე ადგილზე გასული გუნდი „წისქვილი“ 2 500 და 1 500 ლარით დააჯილდოვა. თბილისის ლიგის მხარდამჭერი ქალაქ თბილისის მერიისგან, თბილისის უმღლესი ლიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილოსან გუნდებს: მფკ „კვარტალი“, „დიდუბე“ და „ვაზისუბანი“ საპრიზო თანხები: 3 000, 2 000 და 1 000 ლარი გადაეცათ. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოყვარული ფეხბურთელები, რომლებსაც სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ხოლო, გულშემატკივრის რჩეულსა და მოყვარულთა თასის საუკეთესო ფეხბურთელს სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია “GL sport”-სგან 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები. გულშემატკივრის რჩეული წყალტუბოს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელი გიორგი თევზაძე გახდა. სხვადასხვა ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა: მოყვარულთა თასი 2016 საუკეთესო მწვრთნელი - ამირან ცხომარია (სეუ); ბომბარდირი - ნიკა გულორდავა, „წისქვილი“(5 გოლი); ნიკა მაისურაძე - „წისქვილი“(5 გოლი); საუკეთესო მეკარე - ბაკურ საჯაია (წისქვილი); საუკეთესო მცველი - შალვა ღონღაძე (წყალტუბო); საუკეთესო ნახევარმცველი - ირაკლი ხვიჩია (შამგონა - ზუგდიდი); საუკეთესო ფეხბურთელი - სერგი მაჭარაშვილი(სეუ). თბილისის პირველი ლიგა საუკეთესო მწვრთნელი - კახა მაისურაძე (სდსს) ბომბარდირი - ნიკა მაისურაძე, „წისქვილი“ (29 გოლი) საუკეთესო მეკარე - მამუკა კიზირია (გლდანი) საუკეთესო მცველი - შოთა ფარულავა (უქიმერიონი) საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი ჩივაძე (წისქვილი) საუკეთესო ფეხბურთელი - გიორგი ბაგალიშვილი (სდსს) თბილისის უმაღლესილიგა საუკეთესო მწვრთნელი - გივი ვასაძე (დიდუბე) ბომბარდირი - ალექსანდრე კაიდარაშვილი მფკ „კვარტალი“ (11 გოლი) საუკეთესომეკარე - გიორგი ცხვედიანი (დიდუბე) საუკეთესო მცველი - გურამ მჭედლიშვილი (კვარტალი) საუკეთესო ნახევარმცველი - ტატო ბეჟუაშვილი (დიდუბე) საუკეთესო ფეხბურთელი - ოთარ არველაძე (სეუ) „მოყვარულთა თასი“ 2017 წლამდე დაგვემშვიდობა!
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)