|
2016-12-28 10:29:15, 1238 ნახვა
საზოგადოება
სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო მოსახლეობას უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება
სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, ახალი წლის ღამეს, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 2017 წლის 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბა“ 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე. ამასთან, თბილისის მერის თქმით, ქალაქი საახალწლოდ სრულ მზადყოფნაშია, დედაქალაქის მასშტაბით, წელს დამატებით კიდევ საახალწლო ილუმინაციებით რამდენიმე ქუჩა მოირთო. ასევე, გახსნილია „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში და გელოდებათ „ახალი ტფილისი“, რომელიც წელს საკმაოდ დატვირთულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. „2017 წლის გალა კონცერტი კი წელს ვარდების მოედანზე გაიმართება, სადაც თქვენ დაუვიწყარი სანახაობა გელით. ვისარგებლებ შემთხვევით და წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას. მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)