18:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 15:38:15, 389 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომაზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონპროექტი წარადგინა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ითხოვენ. საუბარია 3 ქვეკლასის დამატებაზე. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი, მოქმედი კანონის  ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანაა.

"2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონი. ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ვითხოვთ.კერძოდ, 14 ქვეკლასი იყო და ემატება 3 ქვეკლასი-.კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონი შესაბამისობაში მოვიდეს.ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან, და მოხდეს იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღეს არ არის შეტანილი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში.დაემატება ახალი 3,  რომელიც ახალი იყო და ახლა შემოვიდა საქართველოში. ასევე დასჯადი იქნება მისი გამოყენება შენახვა და გასაღება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მთავრობის სხდომაზევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

"ზოგაგად მიმაჩნია, რომ თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა და შედეგიც სახეზე არის.ასე რომ,  გააგრძელეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა",-მიმართა ვახტანგ გომელაურს ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics