15:46 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 16:41:14, 867 ნახვა

საზოგადოება
ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი და აგროსატყეო კულტურების ახალი ჯიშების შემოტანა გაზაფხულიდან დაიწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანური კომპანიის La Encina-სმიწვევით სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა  ესპანეთის ქალაქებში -  სევილია, სანტანდერი, რიოხა, ბილბაო - გაშენებული ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების სანერგე მეურნეობები და საკოლექციო ნარგაობები მოინახულეს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში იური ნოზაძემ და ლევან უჯმაჯურუძემ შეხვედრები გამართეს ესპანეთის კანტაბრიას ავტონომიური ოლქის პრეზიდენტ მიგელ ანგელ რევილასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინიტრებთან.

შეხვედრებზე როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მიმართულებითერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გადაწყდა, რომ ახალგაზრდა, ქართველი სპეციალისტები  აგრონომიული მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ესპანეთში აიმაღლებენ.

 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება პროექტი, რომლის ფარგლებში   ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შეტანა იგეგმება.

მომავალი წლიდან საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სანერგე მეურნეობის  წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი საქართველოში  სხვადასხვა კულტურის ახლი ჯიშების შემოტანის, გამოცდის და შემდგომ, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და  ნერგების  წარმოების კუთხით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ  და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ რიოხაში უძველესი მარნის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე  მევენახეობა - მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics