12:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 12:30:58, 2113 ნახვა

ეკონომიკა
წარმატების ერთი წელი

პირველი ობიექტი 2015 წლის 17 დეკემბერს  გაგარინის მოედანზე გახსნეს - ჯერ სულ ერთი  წელი შეუსრულდათ, თუმცა უკვე ოთხ  ფილიალამდე გაიზარდნენ. რესტორნების ქსელ  „დე გუსტოს“ კონცეფცია თბილისში არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან განსხვავებულია.  აქ შეგიძლიათ მიირთვათ უკვე მზა კერძები ძალიან სასიამოვნო  გარემოში.

შპს. „გურმანო“, „დე გუსტოს“ საფირმო სახელითაა ცნობილი და გემრიელი კერძების მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის სწრაფი კვების ობიექტი, სადაც მუდმივად მზა, ცხელი და ახალი კერძები გხვდებათ. შეგიძლიათ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ და შინ  წაიღოთ, ან - კომფორტულ გარემოში მოკალათდეთ და ადგილზე მიირთვათ.

„ჩვენი ქსელის მთავარი ნიშა ხელმისაწვდომი ფასია, რომელიც ორიენტირებულია საშუალო სეგმენტზე. მეორე ძირითადი მახასიათებელი - სისწრაფეა, ვინაიდან აქ მზად არის ყველაფერი და არ გიწევთ ლოდინი. მესამე და მთავარი - კარგი გარემოა. აქ შექმნილია ყოველდღიური ფორმატის რესტორნის ინტერიერი. „დე გუსტო“  ბაზარზე არსებული ყველა სხვა კვების ობიექტისგან ძალიან განსხვავებულია. ზოგი მხოლოდ ცომზეა ორიენტირებული, ზოგ ადგილას, კი, სადაც კერძებსაც ამზადებენ, ასეთი მყუდრო  და თანამედროვე გარემო არ არის შექმნილი,“- ამბობს რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

„დე გუსტოს“ ქსელს 2016 წელს სამი ახალი ობიექტი დაემატა - პეკინზე, ფალიაშვილსა და აღმაშენებელზე. თუმცა კომპანია მხოლოდ ამ მიმართულებით არ გაზრდილა. „დე გუსტომ“ კორპორაციული კლიენტებიც შეიძინა და ისეთ დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებს პროდუქციით, როგორებიცაა „კარფური“, „ორი ნაბიჯი“ და სხვა.

„თებერვალში დავიწყეთ აქტიური მუშაობა კორპორაციული შეთავაზებების თემაზე და გადავწყვიტეთ, დაფინანსებისთვის ტერაბანკისთვის მიგვემართა. კორპორაციული კლიენტების დამატების ფარგლებში იყო ერთთვიანი კონსიგნაციის პირობა და ეს პირობა დავაფინანსეთ საკრედიტო ხაზით. ვფიქრობთ, რომ დებიტორის დაფინანსება კრედიტორით სწორი ნაბიჯი იყო და მომავალშიც, საჭიროების შემთხვევაში, სიამოვნებით მივმართავთ ტერაბანკს“.

ერთი  წლის განმავლობაში კომპანიამ უკვე შეძლო მომხმარებელში  ხარისხიანისა და სტაბილურად მზარდის სტატუსი მოეპოვებინა და შეენარჩუნებინა. 2017 წელს კი პარტნიორებს კვლავ დიდი გეგმები აქვთ - „დე გუსტოს“ ქსელი დამატებით ოთხი ობიექტის გახსნასა და კორპორაციული გაყიდვების 50 %-ით გაზრდას გეგმავს.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics