|
2015-03-26 15:06:05, 914 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 28-ე კონგრესს დაესწრო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა 28-ე კონგრესს დაესწრო. დელეგაციის შემადგენლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები იყვნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზენტაცია მოხდა. 3 დღის განმავლობაში ევროპის საბჭოს ფოიეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი სპეციალური სტენდია წარმოდგენილი. სპეციალურ სტენდზე რეგიონის ტურისტული, ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალებია გამოფენილი. წარმოდგენილია რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, ტრადიციული ადგილობრივი ღვინოები: ჩხავერი, ცოლიკაური და საწური. ასევე საკონდიტრო და კულინარიული ნაწარმი. პარალელურად მონიტორზე რეგიონის შესახებ ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. 25 მარტს ევროპის საბჭოს შენობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალურმა დელეგაციამ სპეციალური მიღება გამართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს, ასამბლეაზე დამსწრე საზოგადოებას და დიპლომატებს პირადად გააცნო რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი. მიღებაზე მოწვეულ ევროსაბჭოს წევრებს არჩილ ხაბაძესთან ერთად კონგრესის პრეზიდენტი ბატონი ფრეკონი მიესალმა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა გავიცნოთ აჭარის ტრადიციები. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ხაბაძეს, რათა მოგვცა საშუალება გავცნობოდით აჭარის რეგიონის მდიდარ კულტურას. ეს ღონისძიება არა მხოლოდ აჭარის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვანია ზოგადად ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისთვის. ვინაიდან გლობალიზაციის პირობებში, კულტურული ურთიერთდამოკიდებულება და მრავალფეროვნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპაში საერთო სტანდარტებისა და ამავე დროს განსხვავებათა პატივისცემის დამკვიდრებაში“, - აღნიშნა ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა. „მიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აჭარა ღირსეულად არის წარმოდგენილი. ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რათა შედეგად ქვეყანაში მივიღოთ ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტები, ევროპული მოდელის საბაზრო და ეკონომიკური სტანდარტები და ეფექტური, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობითი სისტემა ყველა დონეზე. დღეს წარმოდგენილი საინფორმაციო მასალა და ქართული სამზარეული ხელს შეუწყობს რეგიონის მიმართ ინტერესის ამაღლებას. 47 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება კონგრესს და შეიძლება ითქვას ამდენივე ქვეყანა გაიგებს თუ რა მდიდარი კულტურის და ტრადიციების მატარებლები ვართ“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული სიმდიდრის და ტურისტული პოტენციალის ამსახველი გამოფენა დღეს დასრულდება.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)