|
2016-12-27 09:54:24, 1576 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში პრეზიდენტის ნაწილს სჭირდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ზოგად დებულებებს ფუნდამენტური ცვლილებები არ შეეხება. კობახიძეს თქმით, ყველაზე მეტი ცვლილება კონსტიტუციაში პრეზიდენტის ნაწილს სჭირდება. "ეს თავი ყველაზე მეტად საჭიროებს ცვლილებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამიჯნული კომპეტენციები სახელმწიფოს მეთაურს და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის",-აღნიშნა კობახძემ. როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავრობის ნაწილში არის კონკრეტული რეგულაციები, რომელიც იყო მწვავე კრიტიკის საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან, განსაკუთრებით, მთავრობისთვის ნდობის და უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. "ორივე პროცედურა საჭიროებს არსებით დახვეწას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დემოკრატიულია სახელმწიფოს მეთაურის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი არჩევის წესი, თუმცა "სამწუხაროდ, ხშირად ხდება კონკრეტულ გვარ-სახელებთან საკონსტიტუციო ცვლილებების დაკავშირება, როგორც პოზიტიური,ასევე ნეგატიური ფორმით, რაც არასწორია.". "დაუშვებელია, როგორც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კონკრეტულ პერსონაზე მორგებით, ასევე, დაუშვებელია კონკრეტულ ცვლილებებზე ტაბუს დადება კონკრეტულ გვარ-სახელებზე მითითებით",-განახცადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს სასამართლო ხელისუფლებაც, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური გაძლიერება. "არის მთელი რიგი აქტუალური საკითხებისა, რომელიც განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდება საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში. ეს პირველ რიგში არის საარჩევნო საკითხები. დღეს გვაქვს ჩვენ ერთგვარი შერეული მოდელი, რაც გარკვეულ ფორას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. ამ გარემოებაზე მითითებით, არის მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ეს საკითხი ბუნებრივია, უნდა გახდეს მსჯელობის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. როდესაც საუბარია საარჩევნო სისტემაზე, აქ დღის წესრიგში დგას ორი ძირითადი ლეგიტიმური ინტერესი - სისტემის დემოკრატიულობა და პლურალიზმის ინტერესის მაქსიმალურად წინ წამოწევა, ხოლო მეორე ლეგიტიმური ინტერესი არის სტაბილური მთავრობის უზრუნველყოფა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია გამართა და სტუდენტებს საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)