|
2016-12-26 03:36:33, 2072 ნახვა
სხვადასხვა
53 წლის ასაკში მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა
53 წლის ასაკში მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა. ვარსკვლავი წინასწარი ცნობით, ლონდონში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ცნობით, ოჯახი ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებაზე კომენტარს არ აკეთებს და პრესას თხოვს, "გაგებით მოეკიდონ მათთვის უმძიმეს და ემოციურ პერიოდს" გარდაცვალების მიზეზე არაფერია ცნობილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ მომღერლის სახლში საეჭვო არაფერი აღმოუჩენიათ. BBC -ის ცნობით, ჯორჯ მაიკლმა 2011 წელს პლევმონიის რთული ფორმა გადაიტანა. გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ დაიბადა 25 ივნისს 1963 წელს ლონდონში, ამისი სასცენო სახელია ჯორჯ მაიკლი, — გრემის ორგზის გამარჯვებული ინგლისელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც სახელი გაითქვა დუეტში wham! მონაწილეობით, თავისი კარიერის მანძილზე ჯორჯ მაიკლმა გაყიდა 110 მილიონი ჩანაწერი, მათ შორის 12 ბრიტანული #1 სინგლი, 7 ბრიტანული #1 ალბომი, 10 აშშ #1 სინგლი და 2 აშშ #1 ალბომი. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი F ჰიტად იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად, რომლის წარმატებაც უზრუნველყო აშშ-ში გამოცემულმა ხუთმა სინგლმა. ალბომი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით. მისი ოთხი სოლო-ალბომი სხვადასხვა დროს იმყოფებოდა ბრიტანული ჩარტების #1 ადგილზე. ოთხივემ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. გთავაზობთ გენიალური მომღერლის პოპულარულ საშობაო სიმღერას
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)