12:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 17:49:14, 2180 ნახვა

ეკონომიკა
ბორჯომ-ბაკურიანში აღდგენილი ე.წ. კუკუშკა იმოძრავებს

ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ПВ-900 ტიპის სამგზავრო ვაგონებს, რომლებსაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, „საქართველოს რკინიგზის“ ძალისხმევით, ძველი იერსახე დაუბრუნდა. ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით და პირიქით, მატარებელი დღეში 2 რეისს ასრულებს.
მათივე ცნობით, თითოეული ვაგონი 32-ადგილიანია და შესაბამისად, გარემონტებული ვაგონებით უსაფრთხო გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს. 
განახლებული ვაგონები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მატარებელი მნიშვნელოვანია, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

"დღეს ბაკურიანში დღესასწაულია. ე.წ კუკუშკა, რომელიც ამ კურორტის ყველასთვის საყვარელი შემადგენელი ნაწილია, სრულად რეაბილიტირებულია და ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის. ეს მატარებელი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბორჯომიდან ბაკურიანამდე, ბევრი სოფლის მცხოვრებლებისთვის. ასევე, დღეს ჩვენ გავხსენით მიტარბის ახალი სათხილამურო ტრასა და ახალი საბაგირო, რომელიც 30 წლის წინ შეჩერდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე ჩავბერეთ კურორტ მიტარბს. კოხტა-მიტარბის ახალი კომპლექსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი კურორტი ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსში და განვითარდება გენერალური დაგეგმარების შესაბამისად, ქაოსური განვითარების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კურორტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ვითარდება და ხორციელდება ინვესტიციები. 

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებისთვის, თუმცა, პოტენციალიდან გამომდინარე, კურორტი ძალიან დიდ რადიუსში მცხოვრებლებს დაასაქმებს.

"ძალიან დიდი გეგმები გვაქვს - მომავალი წლის განმავლობაში აშენდება ბიატლონის ტრასა, ვიწყებთ ტრამპლინის აღდგენას და დამონტაჟდება ბევრი ატრაქციონი, რომელიც 12 თვის განმავლობაში აქ დაუსაქმებელს არავის დატოვებს", - განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics