18:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 12:55:51, 403 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში, თუ არ წავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არ აინტერესბეს წავა თუ არა პრემიერი პარლამენტში და დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ჰოლიდეი ინნ“-ში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლას შეიძლება ტელევიზორით მოუსმინოს.

„დღეს, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში, თუ არ წავა. ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ჩვენ რა თქმა უნდა ვუსმენთ ერთმანეთს, მეც მოვუსმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება მოსუვმინო ტელევიზორით. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი საქმე და თუ ყველანი გავაკეთებთ კარგად ჩვენს საქმეს, დამერწმუნეთ, რომ ბევრად კარგად იქნება ყველაფერი საქართველოში. ასე, რომ უნდა შევეგუოთ ახალ რეალობას. ეს არ არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი რეალობის დამკვიდრებას უნდა შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარსდგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics