2016-12-24 20:41:14, 1049 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე: უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს
უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო ალეპოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მზაობა, რომ მოხდეს შესაბამისი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.
„ჩვენ ამ ეტაპზე ვათანხმებთ, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება გავუწიოთ ეს დახმარება გაერო-ს მეშვეობით და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას გაუწევს საქართველო“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან