|
2016-12-24 19:29:51, 768 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ მისიებში და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებისთვის საახალწლო კონცერტი გამართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისიებში და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული მებრძოლების მცირეწლოვან შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სპეციალურად მათთვის საახალწლო კონცერტი გამართა. საქველმოქმედო ღონისძიება სამინისტროს ორგანიზებით და ქართული ესტრადის წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩატარდა. ასორმოცდაათამდე ბავშვის წინასაახალწლო განწყობის შექმნასა და მათთვის დაუვიწყარი სიურპრიზების მომზადებაზე მათივე გმირი მამების მეგობრებმა იზრუნეს. ღონისძიების სახელწოდებაც სწორედ ეს იყო - მამის მეგობრისგან. საქველმოქმედო კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიმართა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. „ჩვენ, თქვენი მამების მეგობრებმა მინდა გულით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. თქვენ გყავდათ საუკეთესო, სამაგალითო მამები. მინდა ყოველთვის გვახსოვდეს მათი გმირობა და ერთადერთი სურვილი მაქვს - გავამართლოთ მათი იმედები. ამ ადამიანებმა სამშობლობისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის იბრძოლეს და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი სამშობლოსათვის - სწავლაში, შრომაში. ვისურვებდი, ზუსტად ისეთები ყოფილიყავით, როგორიც თქვენს მამებს გაუხარდებოდათ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ თავი კარგად იგრძნოთ და ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. ყველა ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებთ, დიდი სიყვარულით“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. #მამისმეგობრისგან - თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა წინასაახალწლოდ გმირი მებრძოლების შვილებისთვის საქველმოქმედო აქცია დაგეგმეს და განახორციელეს. აქციის ფარგლებში ბავშვებს უწყების თანამშრომლების მიერ მომზადებულ საჩუქრებთან ერთად „ბარამბოს“, „ზედაზენის“, სათამაშოების ქსელ „ჭიტას“, ასევე, ჟურნალ „არსენალის“ ორიგინალური სუვენირები და „პალიტრა L“-ის შემეცნებითი წიგნები დაურიგდათ. საქველმოქმედო კონცერტზე საკუთარი რეპერტუატიდან საახალწლო სიმღებები შეასრულეს მომღერლებმა: სოფო ბედიამ, სალომე ბაკურაძემ, გიორგი სუხიტაშვილმა, მაკა ზამბახიძემ, ოთო ნემსაძემ, ქეთი ორჯონიკიძემ, ასევე საბავშვო „ევროვიზია 2016“-ის გამარჯვებულმა, მარიამ მამადაშვილმა და N studio -ს ბავშვებმა. ღონისძიების მსვლელობისას პატარებს სანტაკლაუსის და ოჩოფეხების ფორმაში გამოწყობილი მოძრაობის და პანტომიმის თეატრის მსახიობები ართობდნენ, ხოლო კონცერტს თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები ოთო სულხანიშვილი და ელენე სტურუა უძღვებოდნენ. კონცერტის დასასრულს გმირების შვილებს მინისტრის პირადი საჩუქარი - ნაძვის ნერგები გადაეცათ, როგორც სიცოცხლის სიმბოლო. პატარებს სპეციალურად მათთვის მოწყობილი, ერთი ბედნიერი დღის სამახსოვროდ ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მიერ ღონისძიების მსვლელობისას აღბეჭილი ფოტოალბომები გადაეცემათ.
(NS)
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)