|
2016-12-24 14:46:25, 1923 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: კონსტიტუციაში სამუდამოდ უნდა შევიდეს ისეთი ფუნდამენტალური ცვლილებები, რომელიც დროს გაუძლებს
საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში სამუდამოდ უნდა შევიდეს ისეთი ფუნდამენტალური ცვლილებები, რომელიც დროს გაუძლებს. როგორც კობახიძემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას. „მნიშვნელოვანია, ის პროდუქტი, რომელიც შეიქმნება კომისიის მიერ და არანაკლებად მნიშვნელოვანია პროდუქტის შექმნის პროცესიც. კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს კონსესუსის საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსესუსი კომისიის ფორმატში იყოს მიღწეული. ჩემი აზრით, არსებობს რესურსი, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი გადამუშავდეს და მივიღოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც ფართო სპექტრისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა კობახიძემ. კომისიის თავმჯდომარემ სხდომაზე დამსწრე წევრებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულების სუბიექტი კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ჩართულია. „პროცესში ჩართულია ყველა მიმართულების სუბიექტი, რომელიც საქართველოში ჯანსაღი კონსტიტუციის არსებობით არის დაინტერესებული“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან მწუხარება გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ ეტაპზე კომისიაში მუშაობაზე უარია მიღებული. „ეს გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში, კონსულტაციების ფარგლებში გადაიხედება და უზრუნველყოფილი იქნება ამ კონსტიტუციური ორგანოს ჩართულობა კომისიის მუშაობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)