|
2016-12-24 14:29:14, 1685 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გია ვოლსკი: უნდა შეიქმნას მყარი დოკუმენტი, რომელიც ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, კონსტიტუცია მთლიანად ჩამოსაყალიბებელია იმისათვის, რომ სამომავლოდ შეიქმნას მყარი დოკუმენტი, რომელიც ჭრა-კერვის ობიექტი არ იქნება. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, პოლიტიკური სპეკულაციები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით არის შესაძლებელი, თუმცა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი კომისია უკვე შეიქმნა და ის ყველა შესაბამის დეტალზე სათანადოდ იმუშავებს. „ჯერ არ ვართ ჩამოყალიბებული დღეს რა თემებზე ვიმსჯელებთ, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ბევრ თემას განვიხილავთ. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია შეიძლება უკმაყოფილოა იმით, რომ კომისიაში ვერ იქნებიან. წმინდა საორგანიზაციო საკითხია, რომ კომისია უსასრულო ვერ იქნება, თუმცა მზად არის ნებისმიერი ადამიანის მიერ შემოტანილი საკითხი სათანადოდ განიხილოს. აქ საწყენი არაფერია“, - განაცხადა ვოლსკიმ. ამასთან, დეპუტატმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით, დროა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს. „პრეზიდენტის ინსტიტუტს გააჩნია გარკვეული ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე და ვთვლი, რომ ისინი ამ კომისიაში უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა მათი ადგილები ვაკანტურია, თუმცა პოზიტიურ სიგნალებს მე ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ამ საკითხზე კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკეტილი კარის მიღმა პოზიციაში დარჩებიან“, -განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)