13:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 18:05:36, 848 ნახვა

საზოგადოება
პატარაძე და ყოლბაია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ბათუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში გამართულ ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც სკოლა ,,გორდამ" წარმოადგინა. ღონისძიებაში - ,,საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ " სკოლის მოსწავლეებმა ჩვენი უახლესი ისტორია გაიხსენეს და აფხაზეთის თემაზე წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საგალობლები, წარმოადგინეს სხვადასხვა ქორეოგრაფიული ნომერი და პერფორმანსი. გაიმართა ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება, რომელიც ,,გორდელებმა" მოამზადეს.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთისა და აჭარის მთავრობის, საქართველოს საპატრიარქოსა და აჭარაში მცხოვრები აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივები. სითბოს, ადამიანობის, სიკეთის მომტანი დღეა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს. ეს არის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მეგობრობაში, სიმშვიდეში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბათუმის აფხაზებს, რომლებიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტში. მათი დამსახურებაა ჩვენი რეგიონის ცნობადობის ამაღლება, ჩვენ შორის ურთიერთობების გაღვივება. აფხაზეთიდან ჩამოსულმა არაერთმა მოზარდი ჩაერთო სხვადასხვა პროექტში. დარწმუნებული ვარ, მსგავსი ღონისძიებები მომავალში აქტიური ურთიერთობების საწინდარი იქნება"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. 

დღევანდელი ღონისძიება სკოლა ,,გორდას" ორგანიზებით, აფხაზეთის მთავრობისა  და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება ტრადიციულად 2012 წლიდან ტარდება. რამდენიმე ეტაპიანი პროექტის ფარგლებში აფხაზეთის თემაზე შესრულებული ნახატების და ესეების კონკურსები გაიმართა, მომზადდა პატარა ფილმი და აფხაზ თანატოლებს ,,გორდელებმა" წერილები გაუგზავნეს სათაურით:  ,,მზე ვერ გაგათბობთ, ჩვენ უფრო თბილი ვართ". 

ღონისძიების მიმდინარეობისას გაკეთდა სპეციალური პანო: ,,ჩვენ დავბრუნდებით", რომელზეც  მონაწილეებმა საკუთარი ხელწერები დატოვეს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics