|
2016-12-23 15:38:32, 1287 ნახვა
კომენტარი
გოჩა შონია: დღეს დადგენილ ტარიფებს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის გოჩა შონიას განცხადებით, “ენერგო პრო ჯორჯია” ყიდულობს ჰიდროელექტროსადგურებიდან თავისი გამომუშავების ძირითად ნაწილს, შესაბამისად, დღეს დადგენილ ტარიფებს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება. შონიას განმარტებით, სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილ 9 ჰიდროელექტროსადგურს 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ერთს კი გაეზარდა, დაეფუძნა მოქმედ მეთოდოლოგიას, რომელიც კომისიამ მიიღო და დაამტკიცა. მისივე თქმით, „აწჰესისთვის“ წარმოების ტარიფის გაზრდა იმის გამო მოხდა, რომ კომპანიამ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. „,,ენერგო პრო ჯორჯია” ყიდულობს ამ ელექტროსადგურებიდან ძირითად ნაწილს თავისი გამომუშავებისა, შესაბამისად, გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე მას რა თქმა უნდა, ექნება”, - განაცხადა გოჩა შონიამ. შეგახსენებთ, სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 9 ჰიდტროელექტროსადგურს, ასევე "ზაჰესს" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ხოლო ერთს-„აწჰესს“ გაეზარდა. აწჰესის ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრია, 2017 წელს - 5.865 თეთრი იქნება. რიონჰესის 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრია, 2017 წელს 3.301 თეთრი იქნება. საცხენჰესის მოქმედი ტარიფი 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრია, მომავალ წელს იქნება - 5.521 თეთრი. ჩითახევჰესის 1 კვტ/სთ- 3.933 თეთრია, 2017 წელს იქნება- 3.807 თეთრი. ძევრულჰესის 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრია, 2017 წელს 2.616 თეთრი იქნება. გუმათჰესის მოქმედი ტარიფია 1 კვტ/სთ- 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება-2.004 თეთრი. ლაჯანურჰესის წარმოების დღეს არსებული ტარიფია 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.593 თეთრი. შაორჰესის მოქმედი ტარიფია 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.933 თეთრი. ორთაჭალჰესის - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრია, 2017 წელს 2.325 თეთრი იქნება. ,,ზაჰესის" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 4.781 თეთრი იქნება, მოქმედი ტარიფი კი 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრია. რაც შეეხება, სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით, სემეკი ორშაბათს იმსჯელებს.
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)