|
2016-12-22 14:35:10, 4399 ნახვა
კულტურა
წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23-25 დეკემბერს (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი ოფიციალურად 13:00 საათზე გაიხსნება.მათივე ცნობით, სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, გაიმართება საჯარო ლექციები და ტრადიციულად, გამომცემელთა ასოციაცია გამოავლენს ქართველი ავტორების 2016 წლის ბესტსელერებს. გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. თოვლის ბაბუა, ფიფქია, სახეზე ხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, შოუ-ვიქტორინა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება. 23 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი გამართავს იმ წიგნების პრეზენტაციას, რომლებიც ცენტრის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში გამოიცა. ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით! წიგნის საახალწლო ფესტივალი 23-25 დეკმებერს, ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე, გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში! ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია, ხოლო ოფიციალური პარტნიორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. (NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)