12:58 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 13:33:23, 1229 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი: მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია დაცვის სამსახურების გაუქმება და შექმნა

დეკანოს კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, პატრიარქისთვის დაცვის სამსახურის გაუქმების საკითხი სინოდის სხდომაზე არ განიხილება. 

გოგოტიშვილის თქმით, მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია სამსახურების გაუქმება და შექმნა. 

"სინოდი პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხს არ განიხილავს. ეს გახლავთ მცხეთა-თბილისის ეპარქია, ეს გახლავთ საპატრიარქო, რომელსაც თავისი სამსახურები აქვს და ამ სამსახურებს რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობს პატრიარქი, ამიტომ მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია რაღაც სამსახური გაუქმება და შექმნა. ეს თბილისში, ამ ეპარქიაში ეხება მხოლოდ პატრიარქს. ეს პრობლემა არაა საჯარო და საზოგადო პრობლემა. ჩათვალეთ, რომ დაალაგებენ ამ საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი საკითხიც არ არის”, - განაცხადა დეკანოზმა.  

მეუფე იაკობმა  ჟურნალისტების პატრიარქის დაცვის უფროსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა: "ის არ არის ფიგურა, რომელზეც კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგრამ მე მაგას მაინც გავუშვებ". 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პატრიარქის დაცვის უფროსმა, იოსებ ოხანაშვილმა არ გამორიცხა, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხი დააყენონ. 

გარდა ამისა, მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მოხდა ინციდენტი პატრიარქის დაცვის წევრებსა და ქორეპისკოპოსის თანაშემწეს შორის, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics