|
2016-12-21 19:29:41, 2171 ნახვა
ეკონომიკა
ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ლევან რაზმაძემ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას მცირე და საშუალო საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებათა და ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ლევან რაზმაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება ბიზნესის საკეთილდღეოდ გატარდა. მისივე თქმით, ამოქმედდა სამი ახალი პლატფორმა, სატესტო რეჟიმში გაეშვა ელექტრონული სატენდერო დოკუმენტაციის შევსების ახალი ფორმა, რათა ნაკლები შეცდომები იყოს, როგორ შემსყიდველების, ასევე მიმწოდებლების მხრიდან. სააგენტოს ასევე დაგეგმილი აქვს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რათა დავების საბჭოში გასაჩირების პროცედურა უფრო მოქნილი გახდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია დაგეგმონ, მომავალ წელს ბიზნესმენებთან როგორ სამუშაო ფორმატში გაგრძელდება ურთიერთობა“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ. წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სხვადასხვა დარგის ბიზნესმენებს თვეში ორჯერ ხვდებოდა და სააგენტოში არსებულ სიახლეებს აცნობდა, მათ მოსაზრებებეს და შენიშვნებს კი სააგენტო ითვალისწინებდა. სააგენტოში მიმდინარე წელს სხვადასხვა სფეროს მიმწოდებლებთან სულ 16 შეხვედრა ჩატარდა. ბიზნესმენებთან შეხვედრები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასევე შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან კონკრეტული დარგების სპეციალისტები.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)