|
2016-12-21 19:08:33, 2112 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ბანკი ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანიისგან 55 მილიონი დოლარის ფინანსურ რესურსს მიიღებს
თიბისი ბანკს ნიდერლანდების განვითარების ფინანსურმა კომპანიამ 55 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო. აღნიშნული რესურსი თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, აქტიურად განაგრძოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში. სასესხო ხელშეკრულების მიხედვით, თიბისი ბანკი მიიღებს 25 მილიონ აშშ დოლარს 7 წლის ვადით, ხოლო თიბისის შვილობილი კომპანია, ბანკი რესპუბლიკა-30 მილიონ აშშ დოლარს, 5 წლის ვადით. „მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიასთან. ამ რესურსების საშუალებით თიბისი ბანკი შეძლებს, კიდევ უფრო გაამყაროს პოზიცია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში და გაზარდოს ქართული ეკონომიკისთვის ამ მნისვნელოვანი სექტორების დაფინანსება,“-განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. FMO-ს სამოქალაქო საქმეების მენეჯერის მათაის ლაბოუნის თქმით, თიბისი ბანკი, თავისი არსებობის მანძილზე მუდმივად მხარში უდგას და აფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესსექტორს, რომელიც ქართული ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. „ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ვაგრძელებთ თიბისი ბანკთან თანამშრომლობას მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. თიბისი ბანკი ქართული ფინანსური სექტორის წამყვანი ინსტიტუტია და მოხარული ვართ, რომ ჩვენი 10 წლიანი თანამშრომლობა მესამე სექტორის გასაძლიერებლად წარმატებით გრძელდება“,-განაცხადა FMO-ს სამოქალაქო საქმეების მენეჯერმა მათაის ლაბოუნმა. ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული ბანკია, რომელიც ხელს უწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. კომპანია ძირითად აქცენტს სამ სექტორზე აკეთებს: ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა და აგრო ბიზნესი, საკვები და წყალი. ბანკის მთლიანი საინვესტიციო პორტფელი შეადგენს 7,6 მილიარდ ევროს. თიბისი ბანკი უკვე 10 წელზე მეტია, რაც ნიდერლანდების განვითარების კომპანიასთან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში ხელი მოეწერა 10 სასესხო ხელშეკრულებას 150 მილიონი დოლარის ჯამური მოცულობით.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)