|
2016-12-20 18:54:12, 2380 ნახვა
ეკონომიკა
„ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო
კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. სასესხო ხელშეკრულებას ხელი დღეს „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, ეიუინ თიქენსმა მოაწერეს. ნოდარ ადეიშვილის თქმით, ფინანსური რესურსი მთლიანად პროექტის "მწვანე ქალაქი ლისზე" განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას მოხმარდება. "ასეთი ოდენობის ახალი სასესხო რესურსის მოზიდვა ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტისგან, როგორიცაა "FMO", კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ვინარჩუნებთ, 80/20 კონცეფციას და მომავალში ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ და თანამედროვე არქიტექტურას შევთავაზებს", - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ლისი დეველოპმენტს“ ჰოლანდიის განვითარების ბანკმა სესხი უკვე მეორედ გამოუყო. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პირველი სესხი, რომელიც 15 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, კომპანიამ თითქმის სრულად დაფარა. ""ლისი დეველოპმენტის" განვითარების მხარდამჭერი, გარდა "თიბისი ბანკისა" არის ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO, რომელმაც პირველად დააფინანსა 15 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზით 3 წლის წინ, რომელიც წარმატებულად იქნა დაფარული. დღეს მეორე ხაზი გაიხსნა 12 მლნ დოლარის ოდენობით. ცოტახანში პროექტში ინვესტირება ავა 100 მლნ-მდე და იწყებს მესამე ფაზის განვითარებას. მინდა თამამად ვთქვა, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, თავისი კონცეფციით, ცხოვრების ახალი სტილით და ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც სამწუხაროდ ქართულ დეველოპერულ ბაზარზე დღემდე არ გვქონია", - განაცხადა ხაზარაძემ.
(R)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)