|
2016-12-20 11:52:10, 2389 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი: საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა. „მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს. გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს. საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, 1 დოლარი დღეს, 2.7412 ლარი ღირს, ევრო კი, 2.8615 ლარი.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)