|
2016-12-20 11:28:57, 2250 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გერმანიის მთავრობისგან 1 400 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს რიკმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის სექტორის კოორდინატორმა კლაუს ვეგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც, გერმანიის მთავრობა, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) საშუალებით, 1 200 000 ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. ხელშეკრულება ითვალისწინებს 500/400 კვ ეგხ „წყალტუბო-ახალციხე-ტორტუმის“, გურიის გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და „ჩრდილოეთის რგოლი წყალტუბოს“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. გარდა ამისა, ხელი მოეწერა „ჩრდილოეთ-სამხრეთის ენერგეტიკული კორიდორის პროექტის“ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას საკონსულტაციო მომსახურების დასაფინანსებლად. გრანტის ოდენობა შეადგენს 200 000 ევროს. „ამ პროექტების განხორციელებით შეიკვრება ძლიერი ენერგეტიკული კვანძი რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის სტაბილურობას და მდგრადობას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ.
(NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)