11:29 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 14:15:38, 2136 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის არსებულ ძირითად მიმართულებებზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ელჩს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები. საუბარი წარიმართა მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. აღინიშნა, რომ მათი განხორციელებით საქართველო შეძლებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.

ასევე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ჩართულობასა და როლზე. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი სულ მალე დასრულდება. ასევე, სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ქალბატონმა ფაიჩმა გამოხატა მზაობა გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის მხარდაჭრისა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს დაგეგმილი სამთავრობო მოლაპარაკებები.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics