18:37 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 16:31:14, 403 ნახვა

პოლიტიკა
ჟან-კლოდ ფრეკონი: რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საქმეებში ერევა

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა.

ჟან- კლოდ ფრეკონის თქმით, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთთან/საქართველო ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერით,  ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კიდევ ერთხელ დაარღვია.

„ძალიან ვწუხვარ ამ პროვოკაციულ ინიციატივასთან დაკავშირებით: ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან ერთი წლის თავზე და საქართველოს მეორე რეგიონთან - აფხაზეთთან გაფორმებული მსგავსი ტიპის ე.წ. ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთთან/საქართველო ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ევროპის რეგიონის სტაბილურობას და არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რუსეთი ერევა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საქმეებში. მოვუწოდებთ რუსეთს საბოლოოდ შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლა,“- ნათქვამია განცხადებაში.

  აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, კონგრესმა ასევე დაგმო რუსეთისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის დადებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics