|
2016-12-16 18:50:26, 2078 ნახვა
ეკონომიკა
მეწარმეობის განვითარების სააგენტო სტარტაპ მარკეტ ექსპო 2016-ის მხარდამჭერია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 17-18 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი გამოფენა-გაყიდვა, „სტარტაპ ექსპო 2016“ გაიმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული ღონისძიება ალტერნატიული, მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში სამეწარმეო სულისკვეთებას აღვივებს და ხელს უწყობს მათ ადგილზე აწარმოონ ხარისხიანი და მიმზიდველი პროდუქცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებენ 16-მდე სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე დამწყები და წარმატებული მეწარმეები, მათ შორის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარები, რომლებსაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია და დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იქნება პროდუქცია ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ხის ნაწარმის, კერამიკის, მინანქრის, ტყავის, ავეჯის, სახლის დეკორის, თავის მოვლის საშუალებების, სურსათის, კვების, ონლაინ ბიზნესისა და სამკაულის ინდუსტრიებიდან. ღონისძიება სტუმრებს შაბათ-კვირის განმავლობაში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე წერეთლის გამზ. #118-ში უმასპინძლებს. (NS)
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)