|
2016-12-16 14:59:17, 2432 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდა
დღეს, 16 დეკემბერს, სასტუმრო ,,რედისონში“ ბიზნესმენთა ფედერაციას ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე ბიზნესმენთა ფედერაცია და გადასახადის გადამხდელთა კავშირი გაერთიანდნენ და დღეიდან ორივე ორგანიზაცია ,,საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის" სახელით განაგრძობს ფუნქციონირებას. თუმცა, ორგანიზაცია ბიზნესმენთა ფედერაციის სამართალმემკვიდრედ რჩება. კავშირში 60 წევრია გაერთიანებული. საქართველოს გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელობა ასე ჩამოყალიბდა: პრეზიდენტი სანდრო რატიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი გიგა მიქაუტაძე, აღმასრულებელი დირექტორი თამაზ კაპანაძე, ყრილობაზე დამსწრე ბიზნესმენებმა ვანო ჩხარტიშვილს კიდევ ერთხელ მიმართეს და მოუწოდეს, დაუბრუნოს ორგანიზაციას კუთვნილი შენობა, რომელსაც იგი რვა წლის წინ გარკვეული პირობებით დაესაკუთრა, თუმცა ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.
(NS)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)