|
2016-12-16 14:06:56, 962 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის ასოციაცია სამინისტროს ახალ ინიციატივას მიესალმება
„ჯანდაცვის ასოციაცია“, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტებში კლინიკების სელექციურ კონტრაქტებზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას მიესალმება. ჯანდაცვის ასოციაციაში მიიჩნევენ რომ აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სერვისებზე ხარისხის გაზრდას, პაციენტების უსაფრთხოებას და სახელმწიფოს მნიშვნელოვნად დაუზოგავს არამიზნობრივ ხარჯებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე ბენეფიციარები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი და მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიღებას შეძლებენ. „ჯანდაცვის ასოციაცია“ ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ადგილობრივი და მოწვეული ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით დაეხმაროს სახელმწიფოს სპეციალური კრიტერიუმებისა და ხარისხის ინდიკატორების შემუშავებაში. „ჯანდაცვის ასოციაცია“ საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტალური გაერთიანებაა, რომელშიც 75 კლინიკაა გაერთიანებული, რომელთა ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა ქვეყნის მთლიანი საწოლფონდის 42 % შეადგენს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)