03:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 13:08:27, 2424 ნახვა

მსოფლიო
ალეპოდან ევაკუაციას 50 ათასამდე ადამიანი ელოდება

ალეპოდან აჯანყებულებისა და მშვიდობიანი მცხოვრებლების ევაკუაცია გრძელდება, - ამის შესახებ BBC   "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტზე" დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არ დარღვეულა. გაერო-ს შეფასებით, ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან გაყვანას დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ელოდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის პირველი დღის განმავლობაში, ალეპოდან ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი.

ცნობისთვის, ვიდეომიმართვაში სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ალეპოდან ამბოხებულების განდევნას ისტორიული მოვლენა უწოდა.

ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილს ამბოხებულები 4 წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რაიონები სამთავრობო ძალებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული. ბოლო რამდენიმე კვირაა ბაშარ ასადის ჯარი რუსული ავიაციის მხარდაჭერით ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებდა, რომლის დროსაც, უფლებადამცველების ინფორმაციით, ასობით მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, მათ შორის, ათობით ბავშვი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics