|
2016-12-15 21:17:19, 1177 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ქუჩები საახალწლოდ განათდა
თბილისის ქუჩები საახალწლოდ უკვე განათდა. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, წელს საახალწლო ილუმინაციებით ქალაქის 30-მდე ქუჩა მოირთო. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე 17 დეკემბერს საზეიმოდ განათდება. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, იგი 25 დეკემბერს დედაენის სკვერში გაიხსნება. „თბილისის მთავარ ნაძვის ხეს 17 დეკემბერს საზეიმოდ გავანათებთ, აქვე მინდა მოვუწოდო მოსახლეობას მობრძანდნენ პარლამენტის შენობასთან, რათა ვიზეიმოთ შობა-ახალი წლის მოახლოვება და ქალაქში საახალწლო განწყობა ერთად შევქმნათ. რაც შეეხება საახალწლო ქალაქს, ის დედაენის სკვერში 25 დეკემბერს გაიხსნება, ამავე დღეს საახალწლოდ განათდება „ახალი ტფილისიც“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სადღესასწაულოდ განათებული ქუჩების დათვალიერებისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)