|
2016-12-15 18:10:25, 1073 ნახვა
საზოგადოება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება წელსაც გაგრძელდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება წელსაც გაგრძელდება. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა. კერძოდ, 2016-2017 სასწავლო წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 800 სტუდენტს დააფინანსებს. სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ მიმდინარე წლის 4 ნოემბრის სხდომაზე განიხილა. „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება ჩვენი კომისიის მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განათლების სამინისტროს ამ დახმარებით 800-მდე სტუდენტი სარგებლობს, ეს დახმარება წელსაც გაგრძელდება, რაც, ვფიქრობთ, მათი ოჯახებისთვის ხელშესახები შეღავათია. დროებითი სამთავრობო კომისია და კომისიაში ჩართული სახელმწიფო უწყებები კვლავაც გააგრძელებენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად ეფექტურ რეაგირებას“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)