|
2016-12-15 17:18:50, 941 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში 29 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
მარნეულში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 29 დევნილი ოჯახი გახდა. დევნილებს ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა გადასცეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსში 50 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“, 2015 წლის აგვისტოში დაიწყო და 2016 წლის შემოდგომაზე დაასრულა. ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 29 დევნილ ოჯახზე, კენჭისყრის პრინციპით, განაწილდა. კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 29 ბინიდან 7-ერთოთახიანია, 17-ოროთახიანი და 5-სამოთახიანი. დარჩენილი 21 ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის კი განაცხადების შევსების დამატებითი ეტაპი გამოცხადდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)