|
2016-12-15 16:40:05, 911 ნახვა
საზოგადოება
ზვიად მიხანაშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროგრამის „EU4justice“ პროექტების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პენიტენციური და პრობაციის სისტემების განვითარების პროექტის პრიორიტეტებს რესოციალიზაციასა და დანაშაულის პრევენციაზე მიმართული ინდივიდუალური მიდგომების დანერგვა და განვითარება, ციხის პირობებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანდაცვის გაუმჯობესება; ასევე, რეაბილიტაცია-რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პრობაციის სისტემის ფორმირება წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიზანაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის სხვა მიმართულებებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. „მოსამზადებელ პერიოდში აქტიური კონსულტაციები გვქონდა ევროკავშირის გუნდთან. პროექტის მიმდინარეობისას კიდევ უფრო დეტალური ხასიათის რეკომენდაციები გამოიკვეთება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს პროექტის სრულფასოვნად განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელის პიტერ დენისის განცხადებით, პროექტის მიზანი ერთობლივი ძალისხმევით სრული რესოციალიცაზიის მიღწევაა. “პროექტით განისაზღვრა ხუთი კომპონენტი. მათგან ერთ-ერთი გულისხმობს სექტორის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავება-განახლებას. ჩვენი მიზანია, რესოციალისაზიისა და რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერების ხელშეწყობა. ასევე, მნიშვნელოვანია სასჯელის იდივიდუალური დაგეგმვის განვითარება და განზოგადება ყველა მსჯავრდებულზე”, - აღნიშნა პიტერ დენისმა. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებათა გაფართოება, ალტერნატიული, არასაპატიმრო წინასასამართლო ზომებისა და სასჯელის აღსრულების პირობების გაუმჯობესება. ასევე, ციხის მართვის თანამედროვე მეთოდების სტანდარტთა განვითარება და მსჯავრდებულთა სათანადო კლასიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება. პენიტენციური და პრობაციის სისტემების ხელშეწყობის პროგრამა სამწლიანია და 2019 წლის მაისში დასრულდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)