|
2016-12-15 16:22:18, 1350 ნახვა
საზოგადოება
ყაზტრანსგაზ-თბილისი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
ყაზტრანსგაზ-თბილისი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოუწოდებს გაზის მომხმარებლებს უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით დაიცვან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პირობები. "ექსპრესნიუსი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: "ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გაზის მომხმარებლების მიერ ჩაირთო სხვადასხვა ტიპის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ხელსაწყოები, რომელთა გარკვეული ნაწილი არ არის სათანადოდ შემოწმებული და დამონტაჟებულია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული გარემოება (უმეტესწილად) წარმოადგენს უბედური შემთხვევების გამომწვევ მიზეზს. როგორც უკვე აღვნიშნეთ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უწყვეტად ახორციელებს გაზმომხმარებელი ხელსაწყოების და დანადგარების მიერთების ტექნიკურ შემოწმებას, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევით დამონტაჟებული გაზის ხელსაწყოები ითიშება გაზმომარაგების ქსელიდან. ამასთან დაკავშირებით, კომპანია მოუწოდებს გაზის მომხმარებელებს თვითნებურად არ მიაერთონ გათიშული ხელსაწყოები. ამ ეტაპისთვის შემოწმებამ უკვე მოიცვა გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა 70%", - ნათქვამია მიმართვაში. გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია მოიძიოს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.ktg-tbilisi.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)