|
2016-12-15 14:36:10, 1420 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონული დოკუმენტების დაარქივება შესაძლებელი გახდება
ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის სისტემა ამოქმედდება. აღნიშნულს ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის შესათავაზებლად დღეს დაამტკიცა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ კანონით შემოვიტანთ ასევე კვალიფიციური ელექტრონული დროის პრინციპს, რადგანაც საჯარო სამსახურში, კერძო სექტორში რამდენიმე წელია ძალიან ბევრი დოკუმენტია შექმნილი ელექტრონულად, რომელიც არ არსებობს ქაღალდზე, და არ გვაქვს ჩვენ ჯერ კიდევ ქვეყანაში ამგვარი ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის სისტემა. ჩვენ გვაქვს ქაღალდზე არსებული დოკუმენტების არქივირების სისტემა. ეროვნული არქივი ინახავს ჩენს დოკუმენტურ მეხსიერებას, რომელიც არის ქაღალდზე, თანამედროვე სამყაროში ბევრი დოკუმენტია ელექტრონული და მათი შენახვის ერთიანი წესები ჯერ არ არსებობს, როდესაც ამ კანონს მივიღებთ, გაჩნდება ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ელექტრონული დოკუმენტებიც, ანუ ჩვენი მეხსიერება, სახელმწიფო, ეროვნული თუ სხვა, რომელიც არის ელექტრონული, მისი შენახვაც და მომავალი თაობებისთვის გადაცემაც იყოს შესაძლებელი”,-განაცხადა წულუკიანმა.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)