|
2016-12-15 09:39:34, 1006 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძონობთ პასუხისმგებლობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები ყველაზე უკეთ ესმის. კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ვითარება აუცილებლად შეიცვლება. ამასთან, პრემიერის თქმით, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ადვილია: „თუ ჩვენს რეგიონში, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც საქართველო იმყოფება, იქნება მაღალი განვითარების დინამიკა, საქართველოს ექნება კიდევ უფრო მაღალი განვითარების მაჩვენებლები. თუ ჩვენს რეგიონში იქნება არასახარბიელო ეკონომიკური ვითარება, ჩვენ მაინც გვექნება უკეთესი მაჩვენებლები გამომდინარე ყველა იმ ნაბიჯიდან, რომელსაც ვდგამთ. რა თქმა უნდა, გვესმის, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და სხვათაშორის, ყველაზე უკეთ გვესმის და ძალიან ადვილია ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ ვგრძონობთ პასუხისმგებლობას ყველა ნაბიჯზე, რომელსაც ვაკეთებთ და ეს არ არის ველოსიპედის გამოგონება, ჩვენ არ ვაკეთებთ რაღაც ინოვაციურს ამ შემთხვევაში, ის ნაბიჯები მაქვს მხედველობაში, რომელსაც ვდგამთ. ამას მოაქვს ეკონომიკური მეტი დინამიკა და განვითარება და უფრო სწრაფი ზრდა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)