10:38 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 21:46:28, 2205 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2017 წლის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საფუძველია

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და მის წევრებს მხარდაჭერისა და ბიუჯეტის მიღებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი არის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის, განვითარებისა და ახალისამუშაო ადგილების შექმნის საფუძველი.

მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომლებიც 2017 წლის ბიუჯეტშია ასახული, „ქართულ ოცნების" წინასაარჩევნო პრიორიტეტებს წარმოადგენს. შესაბამისად, პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ბიუჯეტის მიღებით აღნიშნული პრიორიტეტები კანონის კონკრეტულ მუხლებში გაიწერა.

„ყველა ის კომპონენტი, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში ავსახეთ, ჩვენს ეკონომიკურ ზრდას ესაჭიროება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ცნობისთვის, 102 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics