09:30 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 19:36:39, 1153 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან გორგილაძე თურქეთის რესპუბლიკის საკონსულოს ეწვია და თურქეთის გენერალურ კონულს იასინ თემისქანს ქ. სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო მიუსამძიმრა და დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

მინისტრმა საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა:

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავ თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ვუსამძიმრებ ამ უდიდეს ტრაგედიას თურქეთის ხელისუფლებასა და თითოეული დაღუპულის ოჯახს. ვგმობ ყოველგვარ ძალადობას და გამძლეობას ვუსურვებ თურქ ხალხს", - წერია სამძიმრის წერილში. 

სამძიმრის წიგნში ჩანაწერი აჭარის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც დატოვეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics