|
2015-03-25 12:14:19, 1011 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“ ფონდების მოძიების და პროექტული განაცხადების შედგენის შესახებ ტრენინგი დაიწყო
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ახალი ტრენინგის - „ფონდების მოძიება და პროექტული განცხადების შედგენა არასამთავრობო სექტორში“ დაწყების შესახებ აცხადებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტიდან“ აცნობეს, ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს იცოდეს როგორ მოიძიოს საგრანტო დაფინანსება და შეადგინოს გამართული საპროექტო განაცხადი დონორებისთვის. „ტრენინგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სრულად არის ადაპტირებული ქართულ სპეციფიკასთან. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან თუ როგორ მოიძიონ ფონდები, გაწერონ კონცეფცია და შეადგინონ ბიუჯეტი. კურსი ითვალისწინებს საქართველოში ტრადიციული დონორების მოთხოვნებს, ასევე ურთიერთობისა და კომუნიკაციის დამკვიდრებულ ფორმებს. ტრენინგზე, დიდი დრო დაეთმობა პრაქტიკული დავალებების შესრულებას. შემაჯამებელ დღეს ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღონ ტრენერისგან და განიხილონ რეალური საპროექტო განაცხადება. ტრენინგზე რეგისტრაცის ბოლო ვადაა 10 აპრილი, 2015“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში“. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ კერძო პირებსა და კომპანიებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ტრენინგს სთავაზობს. უნიევერსიტეტის ტრეინინგების მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კერძო პირებს შესაძლებლობა აქვთ შეარჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგი ხანგრძლივობის, საგნის სიღრმისეულად ათვისების და კონკრეტული უნარების დახვეწის მიხედვით. კომპანიებს უნივერსიტეტი მათ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს სთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე ტრენინგზე დასარეგისტრირებლად, ეწვიეთ: www.bog.edu.ge
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)