|
2016-12-13 14:15:07, 755 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში კანადის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კანადის თავდაცვის ატაშეს, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ივან ალაინს უმასპინძლეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, კანადის ატაშესთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო-კანადის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით ახალი პერსპექტივები გამოიკვეთა. „გავაღრმავებთ ორმხრივ საქმიანობას განათლებისა და წვრთნების მიმართულებით. იგულისხმება განათლების კურსით თანამშრომლობა არა მხოლოდ ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან, არამედ კურსები კანადაშიც. შესაბამისად, ეს ქართველ ოფიცრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც შეიარაღებულ ძალებს თვისობრივად ახალ საფეხურზე ასვლაში დაეხმარება. ეს მნიშვნელოვანია შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისა და სამხედრო სფეროში ქართულ-კანადური თანამშრომლობის განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სტუმარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის და იმ მზაობისთვის რომელსაც კანადის მთავრობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით იჩენს, მადლობა გადაუხადეს. ქართულმა მხარემ კანადის ატაშეს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო. სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანმა ივან ალაინმა ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, კანადის გენერალური შტაბის უფროსის სახელით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)