|
2016-12-13 12:49:28, 2107 ნახვა
ეკონომიკა
Banker-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა
თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა „The Banker" ლონდონში, მსოფლიოს საბანკო დაჯილდოების ცერემონიალზე მიანიჭა. თიბისი ბანკმა „The Banker" -ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მერვედ მიიღო. 2016 წელს თიბისი ბანკს სხვა აღიარებებიც ხვდა წილად. ბანკმა ასევე მიიღო წლის საუკეთესო ბანკის ჯილდოები ჟურნალებისგან: Euromoney, Global Finance და EMEA Finance Magazines. „The Banker"-მა თიბისი ბანკი დააჯილდოვა ბაზარზე მოპოვებული ლიდერობისათვის და „ბანკ რესპუბლიკასთან" მიღწეული გარიგებისათვის, რომლის თანახმად ეს უკანასკნელი თიბისი ბანკს შემოუერთდა. ხაზი გაესვა თიბისის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, როგორც ბანკის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას. „ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ჩვენ 2016 წელს უკვე მეოთხედ ვიღებთ საუკეთესო ბანკის ჯილდოს, რაც ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგებისა და სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვის აღიარებაა", - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. გავლენიანი ფინანსური გამოცემა "The Banker" ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს 149 ქვეყნის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათ შედეგებსა და მიღწევებზე დაყრდნობით. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გამოვლინდებიან წლის ბოლოს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ჟურნალი მსოფლიოს საუკეთესო ბანკს აცხადებს და ჯილდოებს გადასცემს რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების გამარჯვებულებს.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)