|
2016-12-12 17:51:50, 1592 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობისაგან თავს შეიკავებენ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის გაცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში და არც სხვა საკანონმდებლო აქტებში არ არის გაწერილი საკონსტიტუციო კომისიის შექმნის, ან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მომზადების წესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო კომისია, თავისი არსით პოლიტიკური ინიციატივაა, რომელშიც ერთიანდებიან პოლიტიკური სუბიექტები და პროფესიული წრეები კონკრეტული მიზნის მისაღწევად. „სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო კომისიის ფორმირების დროს ჩვენ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და მიგვაჩნდა მაღალი ლეგიტიმაციის, ფართო ჩართულობის, მაქსიმალური პოლიტიკური ნდობისა და კონსენსუსის უზრუნველყოფა. საქართველოს პარლამენტის მხრიდან, შემოთავაზებული წინადადება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის წესის შესახებ, ვფიქრობთ, არაერთ კითხვას აჩენს. წარმოდგენილი დადგენილების პროექტი ცალსახად მოკლებულია პოლიტიკურ ნდობას და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას, საკითხთა განხილვის დემოკრატიულობას და არ არის ორიენტირებული ფართო კონსენსუსის მიღწევაზე. უფრო მეტიც, აქ მეტი აქცენტია ერთპიროვნული და ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებისაგან. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ აქტიურად ავამუშავებთ, ამ თვალსაზრისით, არსებულ, ერთადერთ საკონსტიტუციო ნორმას - კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მთავარი პოზიცია არის ის, რომ საკონსტიტუციო კომისია ყოფილიყო მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის და ფართო კონსენსუსის უზრუნველმყოფი, სწორედ ამას ითვალისწინებდა პრეზიდენტთან არსებული სამი უმაღლესი თანამდებობის პირის თანათავმჯდომარეობით შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება, სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეული ტიპის ინიციატივა იქნება მომზადებული, ის საჯაროდ უნდა იყოს განხილული. „სწორედ ამ საკონსტიტუციო პროექტში, სახალხო განხილვის პროცესში ვიქნებით არა მარტო აქტიურად ჩართულები, არამედ ძალიან აქტიურად ავამუშავებთ ამ მექანიზმს. ეს განხილვები, სამწუხაროდ, ამ დრომდე იყო ფორმალური, ეხლა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას ავამუშავებთ ისე, როგორც ეს არის საჭირო, იმისათვის რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მათ კონსტიტუციურ უფლებებს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)