|
2015-03-24 19:58:23, 3116 ნახვა
სხვადასხვა
სახალხო დამცველი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორს შეხვდა
სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორ ჯონი კვინიკაძეს შეხვდა. შეხვედრაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ შესახებ ისაუბრეს. დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ ომბუდსმენს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, მასში ჩართული ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2013-2014 წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“ 1342 ყოფილმა პატიმარმა მიმართა; აღნიშნული მომართვებიდან პროგრამაში აქტიურად ჩართულია 917 ბენეფიციარი. შეხვედრაზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილი პატიმრებისთვის განკუთვნილი კონკრეტული სერვისების სპეციფიკით, არსებული პრობლემებითა და სტატისტიკით დაინტერესდა. მხარეები აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)