|
2016-12-10 10:55:43, 1908 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იმნაძე: როცა ომია სირიაში, ალეპოში და ამ დროს გაეროში საქართველოს საკითხის გაჟღერება ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია
ომია სირიაში, აფრიკის კონტინენტზე მართლაც ცხელი ომი მიდის, ქვა ქვაზე აღარ დარჩა ალეპოში -ასეთ დროს, როდესაც საქართველოს საკითხის გაჟღერება ხდება ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედი მისიის ხელმძღვანელმა, კახა იმნაძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროს განუცხადა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე გააკეთა განცხადება, როდესაც რუსეთმა, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ეგრეთწოდებულ საოკუპაციო ჯარების შერწყმასთან დაკავშირებით შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ტრადიციულად, ჩვენ ასეთ განცხადებებს მუდმივად ვავრცელებთ ხოლმე უშიშროების საბჭოში, გაეროში, მეგობარ ქვეყნებში. განცხადების გავრცელების შემდეგ საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა გააკეთეს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, რაც უკრაინის ინიციატივა იყო“, - განაცხადა იმნაძემ. კითხვაზე, თუ რატომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ინიციატივის საქართველოს მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანას, კახა იმნაძე ამბობს: "რატომ უკრაინა? უკრაინა არის უშიშროების საბჭოს წევრი და რუსეთის გარდა, ამ განცხადებას ყველა წევრმა დაუჭირა მხარი. საწინააღმდეგო განცხადება არცერთ სახელმწიფოს არ გაუკეთებია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, ვინაიდან, არსებულ ვითარებაში, როდესაც ომია სირიაში, აფრიკის კონტინენტზე მართლაც ცხელი ომი მიდის, ქვა ქვაზე აღარ დარჩა ალეპოში -ასეთ დროს, როდესაც საქართველოს საკითხის გაჟღერება ხდება და კიდევ ერთხელ დაფიქსირება, რომ შენი საკითხი აქტუალურია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა გაეროში. ცნობისთვის, 6 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხის განხილვის ინიციატივით უკრაინის დელეგაცია გამოვიდა. ინიციატივა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო ძალის რუსეთის ერთიან სამხედრო სარდლობაში გაერთიანებას უკავშირდება. საბჭოში უკრაინის ინიციატივას მხარი, რუსეთის გარდა, ყველა წევრმა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)